საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის მხარდაჭერით ადამიანის რეპროდუქციის მე-20-ე საერთაშორისო კონგრესი საქართველოში ტარდება. კონგრესის ფარგლებში გაიმართება სიმპოზიუმი და ვორქშოფი  

უნაყოფობა 35+

რეპროდუქციული მედიცინის დარგში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ადამიანის რეპოდუქციის-Human Reproduction მსოფლიო კონგრესი, უკვე მეოცედ და ისტორიაში პირველად, აღმოსავლეთ ევროპაში -თბილისში ჩატარდება.

კონფერენციის შესახებ

საქართველოში, რეპროდუქციული მედიცინის მზარდი განვითარების ფონზე, პირველი საერთაშორისო კონფერენცია და ვორქშოფი 2019 წელს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა, ეს არის შესანიშნავი პლატფორმა მსოფლიოს საუკეთესო მკვლევარებთან, ექსპერტებთან, ასოცირებულ პროფესორებთან, მეცნიერებთან და სხვა მრავალთან შესახვედრად და ასევე შესანიშნავი პლატფორმაა კვლევითი სამუშაოებისთვის, პოსტერ პრეზენტაციებისთვის, ზეპირი საუბრებისთვის, ძირითადი პრეზენტაციებისთვის და დისკუსიებისთვის.

უნაყოფობა 35+ უკვე მეხუთედ და პირველად საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის ეგიდით ჩატარდება. ჩვენ გვეძლევა საშუალება გავიზიაროთ მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილება დარგში, ვითანამშრომლოთ სფეროს პოლიტიკის შემქმნელებთან, ყველა ინსტიტუციასთან დარგში, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში.

უნაყოფობა 35+ ასოციაციასთან ერთად ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების უნივერსალურ გაუმჯობესებას, დარგის განვითარებას და ჰარმონიზაციას კლინიკურ პრაქტიკაში. იგი ასევე იძლევა ინსტრუქციას კლინიკურ და ლაბორატორიულ პროცედურებში, ფსიქოსოციალურ ზრუნვაში ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად და ხელს უწყობს ეთიკურ პრაქტიკას.

5+

კონფერენცია~

342

სპიკერები

4500+

დელეგატი

სიახლეები

შემოგვიერთდი!

2025 წლის 21-22 სექტემბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილის მეტეხი პალასში“ გაიმართება მეექვსე საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უნაყოფობა 35+“.