„ფერტილობის შენარჩუნება ონკოლოგიურ პაციენტებში“ - წიგნის პრეზენტაცია

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ეგიდით საქართველოში ყოველწლიურად რეპროდუქციული სფეროს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და ვოქრშოფი 2019 წლიდან ტარდება. რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკის ექიმები, პოლიტიკის შემქმნელები, მომიჯნავე სფეროების სპეციალისტები, მეცნიერები, მკვლევარები უახლესი მიღწევებით, ქეისების განხილვითა და სამეცნიერო ნაშრომებით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. ტრადიციულად, ყოველწლიურ ჟურნალთან ერთად, ორგანიზატორები კონფერენციაზე ახალი გამოცემის პრეზენტაციასაც აკეთებენ, მეოთხე სამეცნიერო კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემაც ონკოფერტილობა იყო, ორგანიზატორმა, კლინიკის დამფუძნებელმა, პროფესორმა ნინო მუსერიძემ საზოგადოებას ახალი საავტორო წიგნი „ფერტილობის შენარჩუნება ონკოლოგიურ პაციენტებში“ – წარუდგინა. წიგნის ავტორებმა: მაკა ოსეფაიშვილმა, ნინო მუსერიძემ, ოლგა ლავრინოვიჩმა მსმენელს სახელმძღვანელოს შექმნის ისტორია და მისი მნიშვნელობა გააცნეს. ეს არის დამხმარე სახელმძღვანელო ექიმ-ონკოლოგებისთვის, მეან-გინეკოლოგებისთვის, ონკოლოგიური პაციენტებზე მომუშავე რეპროდუქტოლოგებისთვის, ასევე რეზიდენტურის სტუდენტებისთის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების მიზნით. კონფერენციის მონაწილე ყველა დელეგატს წიგნები ჟურნალთან ერთად საჩუქრად გადაეცა.