
📍 რომი, იტალია | 4–6 მარტი, 2026 წელი
გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (ISGE) მორიგი კონგრესი, თბილისის შემდეგ რომში გაიმართება — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმი, რომელიც აერთიანებს წამყვან ექსპერტებს გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის, რეპროდუქციული მედიცინისა და ქალთა ჯანმრთელობის სფეროებიდან.
საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაცია კონგრესის ფარგლებში წარმოდგენილია საგამოფენო სივრცით და გამართავს სატელიტურ სიმპოზიუმს თემაზე — “Infertility 35+”, სადაც წარმოდგენილი იქნება უახლესი კვლევები, კლინიკური გამოცდილება და თანამედროვე თერაპიული მიდგომები.
📢 მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით, ფარმაცევტულ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ თავიანთი მომხსენებლების სია და თემატიკა, შესაბამისი სამეცნიერო ინტერესების ფარგლებში.
💡 სპეციალური შეთავაზება — მონაწილეობის ღირებულება 550 ევროს ნაცვლად 350 ევროა, იმ მონაწილეთათვის, რომლებიც დარეგისტრირდებიან საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაცია რეგისტრაციისა და მონაწილეობასთან დაკავშირებით მალე გამოქვეყნდება საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის ოფიციალურ არხებზე.
დეტალებზე დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 550 466
ISGE2026 #GynecologicEndocrinology #OncofertilityGeorgia #Infertility35Plus #MedicalCongress #WomenHealth