

ადამიანის რეპროდუქციის მსოფლიო კონგრესი პირველად აღმოსავლეთ ევროპაში – თბილისში გაიმართება. რეპროდუქციული მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება – ადამიანის რეპროდუქციის მსოფლიო კონგრესი - World Congress on Human Reproduction ისტორიაში პირველად აღმოსავლეთ ევროპაში გაიმართება და მას 2025 წლის 18-21 სექტემბერს უმასპინძლებს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი.
ორგანიზატორები
კონგრესის ორგანიზატორები არიან ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემია პროფესორ ანდრეა ჯენაზანის ხელმძღვანელობით და საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი არჩილ ხომასურიძე.
ღონისძიება ტარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის მხარდაჭერით.
🔗 რეგისტრაცია: https://reprotbilisi2025.org/my-account/
უნიკალური პლატფორმა ცოდნის მიღების, გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისთვის
ღონისძიებას დაესწრება დაახლოებით 1000 დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – წამყვანი მეცნიერები, კლინიკური პრაქტიკოსები და ახალგაზრდა პროფესიონალები.
სპეციალური ღონისძიება – სიმპოზიუმი და ვორქშოპი „უნაყოფობა 35+“
კონგრესის ფარგლებში, 2025 წლის 20-21 სექტემბერს, გაიმართება საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის ორგანიზებული სიმპოზიუმი და ვორქშოფი – „უნაყოფობა 35+“, რომელიც აკრედიტებულია 12 (უპგ) ქულით.
რეგისტრაციის საფასური ქართველი ექიმებისთვის
პროფესორ ნინო მუსერიძის გადაწყვეტილებით, სიმპოზიუმის 200 ქართველი ექიმის რეგისტრაციის საფასურის 70%-ს დააფინანსებს საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაცია. ქართველ მონაწილეებს მონაწილეობის გადასახადის გადახდა მოუწევთ მხოლოდ მინიმალური სავალდებულო თანხით – 50$ (გადასახადი განსაზღვრულია მსოფლიო კონგრესის შინაგანაწესით).
სიმპოზიუმის სპიკერები და მედია
მოხსენებებით წარსდგებიან წამყვანი სპეციალისტები კანადიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან.
სამეცნიერო სტატიები – „Medical Time“
კონგრესის სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნდება ორენოვან, რეცენზირებულ სამედიცინო ჟურნალში „Medical Time“. ბეჭდური ვერსია გამოვა კონგრესის ფარგლებში მეოთხედ, ხოლო ციფრული – მეორედ. ჟურნალის ონლაინ ვერსია განთავსებულია OJS პლატფორმაზე, ყველა სტატიას ენიჭება DOI (Digital Object Identifier), რაც მათ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გავრცელებას უზრუნველყოფს.