

საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაცია არის განაცხადი კიბოს შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების, გამრავლებისა და ნაყოფიერების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ დღის წესრიგში ვაყენებთ ჯანმრთელობის დაცვისა და ცხოვრების ხარისხის კომპლექსურ საკითხებს, რომლებიც ეხება კიბოს მქონე პაციენტებს, რომელთა ნაყოფიერებას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დაავადებამ ან მისმა მკურნალობამ.
ასოციაცია წარმოადგენს სამედიცინო სპეციალისტების, მეცნიერებისა და მომიჯნავე დარგების წარმომადგენელთა ეროვნულ, ინტერდისციპლინურ და ინტერპროფესიულ კონსოლიდაციას, რომლებიც იკვლევენ კავშირებს პაციენტებში - ჯანმრთელობას, დაავადებას, გადარჩენასა და ნაყოფიერების შენარჩუნებას შორის. ჩვენ დავეხმარებით სფეროს გავუმკლავდეთ ნაყოფიერების რთულ საკითხებს, რომელსაც აწყდებიან კიბოს და სხვა სერიოზული დაავადებების მქონე პაციენტები.
საქართველოში ადამიანის რეპროდუქციული მედიცინის ისტორია სათავეს 1958 წლიდან იღებს, როდესაც პროფესორმა იოსებ ჟორნდანიამ თბილისში ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტი დააარსა. ეს მსოფლიოში პირველი დაწესებულება იყო, რომელიც უშვილობის პრობლემაზე მუშაობდა, პროფესორმა ჟორდანიამ ამით საკუთარ ეპოქას გაუსწრო. 21 წლის განმავლობაში ჟორდანიას ინსტიტუტი მსოფლიოში რეპროდუქციული მიმართულებით მომუშავე ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება იყო. იოსებ ჟორდანია კი მსოფლიოში პირველი ქართველი გინეკოლოგი, რომელიც კოლეგებთან ერთად შეისწავლიდა მშობიარობის ანომალიებს, ქალისა და მამაკაცის უშვილობის მიზეზებს და სხვა პათოლოგიებს.
პროფესორი არჩილ ხომასურიძესაქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიისა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი, საბუნებისმეტყველო, მედიკო-ბიოლოგიური და სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი. საქართველოში რეპროდუქტოლოგიის დარგის ფუძემდებელი.
მის სახელს უკავშირდება ქართულ მედიცინაში არაერთი პროგრესული წამოწყება – კონტრაცეპციის, ლაპაროსკოპიული ოპერაციების, ‘ინ-ვიტრო’ განაყოფიერების ტექნოლოგიების დანერგვა და მრავალი სხვა. პირველი „სინჯარის ბავშვი“ საქართველოში 26 წლის წინ სწორედ არჩილ ხომასურიძის შემწეობით მოევლინა ქვეყანას
პროფესორ არჩილ ხომასურიძის და მისი თანამებრძოლების ძალისხმევით, 1997 წლიდან საქართველო გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც რეპროდუქტოლოგია ოფიციალურად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამედიცინო დისციპლინად. ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა რეპროდუქციული სამსახურის ქსელი, დაიწყო ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების სერტიფიცირება და ლიცენზირება რეპროდუქტოლოგიაში. შეიქმნა და მუშაობა დაიწყო დისერტაციების დაცვის პირველმა სპეციალიზებულმა საბჭომ რეპროდუქტოლოგიაში, დაიწყო ჟურნალ ‘რეპროდუქტოლოგიის’ გამოცემა. დაარსდა ისტორიაში პირველი რეპროდუქტოლოგიური კათედრა, რომელსაც დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს პროფ. ა. ხომასურიძე.
სწორედ ამ დიდი საქმის გაგრძელებაა ონკოფერტილობის ასოციაცია დ სამეცნიერო კონფერენცია „უნაყოფობა 35+
საქართველოში, რეპროდუქციული მედიცინის მზარდი განვითარების ფონზე, პირველი საერთაშორისო კონფერენცია და ვორქშოფი 2019 წელს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა, ჩვენი ისტორია 5 წელს ითვლის და წელს პირველად ჩატარდება საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის ეგიდით და ტრადიციულად ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ორგანიზებით.
ჩვენ გულთბილად ვეპატიჟებით და მივესალმებით ყველა მსურველს, შემოუერთდით ჩვენს მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-ვორქშოფს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ემბრიოლოგიისა და ნაყოფიერების შესახებ - "უნაყოფობა 35+ "
საქმიანობის საწყის ეტაპზე იოსებ ჟორდანია კუიბიშევისა და მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების მეანობა-გინეკოლოგიის კათედრებს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით კი ის პოლკოვნიკის რანგში წითელი არმიის მთავარ გინეკოლოგად დაინიშნა. ეს იყო ისტორიაში ერთადერთი გინეკოლოგიური სამსახური არმიაში, სადაც 8 000 ქალი ირიცხებოდა. თუმცა მთავარი საქმე იოსებს საკუთარ სამშობლოში ელოდა. 1958 წელს მან თბილისში საფუძველი ჩაუყარა ევროპაში პირველ, ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტი გახდა. მან ჩამოაყალიბა უნაყოფობის კვლევის თეორიულ-პრაქტიკული იდეები და უშვილობასთან ბრძოლის გეგმა.
რიო-დე-ჟანეიროში, გალეაოს აეროპორტში, თვითმფრინავი "დუგლასი" ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც პილოტი მიხვდა, რომ საჰაერო ხომალდის ცხვირი არ ტრიალებდა. ავარიული მანევრირების შემდეგ თვითმფრინავი დაეჯახა აეროპორტის კედელს, გადაკვეთა მეზობელი ბილიკი და ოკეანეში ჩაეშვა. ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა – 1 ეკიპაჟის წევრი და 14 მგზავრი. მათ შორის იყო ცნობილი ქართველი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგიც. მაშველი რგოლი ყველა მგზავრს ჰქონოდა, თუმცა ეკიპაჟზე იმყოფებოდა პატარა უბილეთო მგზავრი, ბავშვი მაშველი რგოლის გარეშე რჩებოდა, ექიმმა გოგონას თავისი რგოლი დაუფიქრებლად გადასცა. მან კი ცურვა არ იცოდა, რომ ნაპირისკენ გაეცურა... როგორ გმირულადაც მუშაობდა მთელი ცხოვრება თითოეული პაციენტისთვის, ისევე გმირულად დაიღუპა 67 წლის ასაკში.