ნინო მუსერიძე, ვლადისლავ კორსაკი - „უნაყოფობა - კითხვები და პასუხები“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია უნაყოფობა 35+, როგორც ყოველწლიური შეკრება, გარდა მისი პირდაპირი დანიშნულებისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობითაა გამორჩეული და დასამახსოვრებელი. კონფერენციის დელეგატები ყოველ კონფერენციაზე ახალი გამოცემის პრეზენტაციასაც ელოდებიან, პროფესორი ნინო მუსერიძე კონფერენციის სულის ჩამდგმელი და ინიციატორი, თანაავტორებთან ერთად ყოველ შეკრებაზე მსმენელს წარუდგენს წიგნს რეპროდუქციული მედიცინის სხვადასხვა მნიშვნელოვან თემბზე. პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხდა წიგნის „უნაყოფობა - კითხვები და პასუხები პრეზენტაცია, რომელიც ავტორებმა ნინო მუსერიძემ და ვლადისლავ კორსაკმა წარუდგინეს დელეგატებს.

პროფესორიკორსაკი გახლავთ რეპროდუქციული მედიცინის საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორი, ადამიანის რეპროდუქციის რუსეთის ასოციაციის პრეზიდენტი, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების IVF მონიტორინგის კონსორციულის წევრი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი მეან-გინეკოლოგი. პროფესორი მუსერიძე, როგორც პათომორფოლოგი, ემბრიოლოგი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის კლინიკური დირექტორი წიგნის ავტორად წარმოგვიდგება მისი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების კუთხით.

წიგნი შედგება როგორც მედიკოსებისათვის, ასევე პაციენტებისთვის საინტერესო კითხვებზე აგებული თემებისგან: დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, როდის უნდა ჩატარდეს IVF პროცედურა, რა ჩვენებებია ამისათვის, მისი ეტაპები, ასაკი, დიაგნოსტიკა, დონაცია, სუროგაცია, უკუჩვენებები, კრიოკონსერვაცია, გართულებები და სხვა.

წიგნები საჩუქრად გაადაეცა კონფერენციის ყველა მონაწილეს, სტუმარს, მომხსენებლსა და დელეგატს.