რეპროდუქციული მედიცინის კორიფეები კონფერენციის
 შესახებ

რეპროდუქციული მედიცინის დარგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიება საქართველოში, საერთაშორისო სამცნიერო კონფერენცია და ვორქშოფი „უნაყოფობა 35+“ უკვე 5 წლის ისტორიას ფლობს. ეს არის პლატფორმა, რომელიც დამსწრეებს სთავაზობს საინტერესო პრეზენტაციების, ინტერაქტიული სემინარების და მასტიმულირებელი დისკუსიების მდიდარ პროგრამას, რომელსაც უძღვებიან დარგის საუკეთესო ექსპერტები. ეს კონფერენცია ემსახურება სფეროს განვითარებას, იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის უახლესი განვითარების შესახებ სწავლებასა და პროფესიონალებთან დაკავშირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ღონისძიებას აქვს დინამიური საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია რეპროდუქციული ჯანმრთელობის უახლესი პროდუქტები და სერვისები. დამსწრეებს შეუძლიათ შეისწავლონ ინოვაციური გადაწყვეტილებები, დაუკავშირდნენ დელეგატებს, სპიკერებს, ექსპერტებს, კოლეგებს მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებიდან და აღმოაჩინონ გზები საკუთარი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის ექსპერტები
  • მეან-გინეკოლოგები
  • ენდოკრინოლოგები
  • რეპროდუქტოლოგები
  • ანდროლოგები
  • უშვილობის კონსულტანტები
  • ემბრიოლოგები
  • ექიმის თანაშემწეები
  • ინდუსტრიის პროფესიონალები
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების მკვლევარები
  • სტუდენტები და რეზიდენტები

მთლიანობაში, კონფგერენცია „უნაყოფობა 35+“ მნიშვნელოვანი მოვლენაა მათთვის, ვინც ცდილობს გაიღრმავოს ცოდნა, დაუკავშირდეს სფეროს ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან და შეისწავლოს ინოვაციური პროდუქტები და სერვისები რეპროდუქციული მედიცინის დარგში.

კონფერენციის შესახებ ჩვენი დელეგატები:
პროფესორი ანდრეა ჯენაზანი – ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი, ევროპის გინეკოლოგთა და გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციების პრეზიდენტი, პიზას (იტალია) უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში ჩატარებულ კონფერენციას აფასებს:

მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით, ქართული სკოლა რეპროდუქციული მედიცინის, პროფესორ ხომასურიძის თაოსნობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა, ჩვენ მათ ვიცნობთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოხსენებებით და ყოველთვის შთამბეჭდავი იყო მათი ზრდა ძალიან მოკლე დროში, დღევანდელი კონფერენციაც ამისი დასტურია, მაღალი დონის, საუკეთესო სპიკერებით, მოხსენებებით, მოლოდინს გადააჭარბა”.

პროფესორი ჰოვარდ კარპი – თელ ავივის უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ნიქოზიის უნივერსიტეტის საპატიო კლინიკური პროფესორი:

საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, ასეთი მასშტაბური და ინფორმატიული კონფერენციები დღეს იშვიათია, აღსანიშნავია ქართველი ექიმების მაღალი პროფესიონალიზმი, საინტერესო შემთხვევები გამოიტანეს განსახილველად ახალგაზრდა ექიმებმა, კონფერენციას ესწრებოდნენ რეზიდენტები, სტუდენტები, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი სემინარები, ყოჩაღ ორგანიზატორებს, ასეთი შთამბეჭდავი 2 დღისთვის!

პროფესორი ანდჟეი მილევიჩი – ვროცლავის(პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის პროფესორი, ევროპის, პოლონეთის, ჩეხეთისა და უკრაინის ენდოკრინოლოგთა და გინეკოლოგთა ასოციაციების საპატიო წევრი.:

სხვაგვარად არც ველოდი, მე მეორედ ვარ საქართველოში, პროფესორ ხომასურიძის მოწვევივით უკვე ვიყავი ერთხელ და სიამოვნებით დავთანხმდი მოწვევას საქართველოდან ამჯერადაც, ეს იყო მაღალი დონის კონფერენცია ჩვეული ქართული სტუმარმასპინძლობის კულტურით, მაღარლ დონეზე ორგანიზებული, ძალიან საინტერესო მოხსენებებით ჩვენი კოლეგების მხრიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ახალგაზრდა ექიმების ახლებური ხედვა და მიზანდასახულობა, მადლობა ორგანიზატორებს 2 ნაყოფიერი დღისთვის

რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ ხომასურიძე

„რეპროდუქტოლოგიაში ყველა კონფერენცია მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, თუკი მას აქვს განათლებითი აქცენტი. ეს კონფერენცია, რომელშიც მეც ვმონაწილეობ, ზუსტად ასეთი ხასიათისაა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კოვიდის პანდემიის დასაწყისში ბოლო ასეთი დონის კონფერენცია სწორედ GGRC-ის კლინიკამ ჩაატარა რეპროდუქტოლოგიაში და ახლაც, როცა ეს პანდემია დასრულდა ისევ ეს კლინიკა ატარებს ასეთი მაღალი დონის კონფერენციას ჩვენს ქვეყანაში.როგორც აღვნიშნეთ, კონფერენციას აქვს კლინიკური და განათლებითი მნიშვნელობა , სადაც ქართველი ექიმები, რეზიდენტები და სტუდენტები დაიშვებიან ყოველგვარი ფინანსური დანახარჯის გარეშე. ეს სფერო მედიცინის სხვა დარგებს შორის შედარებით ახალგაზრდაა და მოითხოვს მუდმივ განვითარებას. თანაც, ბოლო დროს რეპროდუქტოლოგია ძალიან პოპულარული მიმართულება გახდა ჩვენს ქვეყანაში. აქვე, უნდა გითხრათ რომ საქართველო მსოფლიოში არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც რეპროდუქტოლოგია არის დამოუკიდებელი სამედიცინო დისციპლინა. 27 წელი პირადად ვიბრძოდი ამისთვის და 2020 წელს სახელმწიფომ აღიარა ეს დარგი, როგორც გინეკოლოგიისგან დამოუკიდებელი დარგი. ეს კონფერენციაც არის დასტური, თუ რა დონეზეა დღეს ეს დარგი განვითარებული საქართველოში და როგორი მოკრძალებით ეკიდებიან მას სფეროს მსოფლიო კორიფეები.