„Infertility 35+“ — რეპროდუქციული მედიცინის საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა უკვე მეშვიდედ გაიმართა

„Infertility 35+“ — რეპროდუქციული მედიცინის საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა უკვე მეშვიდედ გაიმართა

საქართველოში რეპროდუქციული მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება — „Infertility 35+“ — წელს უკვე მეშვიდედ გაიმართა და წარმატებით დასრულდა. ორდღიანმა კონფერენციამ 300-ზე მეტი ექიმი და 126 ლექტორი გააერთიანა და კიდევ ერთხელ შექმნა სივრცე, სადაც თანამედროვე სამედიცინო ცოდნა, საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული თანამშრომლობა ერთიანდება.

ღონისძიება საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციის ორგანიზებით, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის — GGRC-ის, გინეკოლოგთა და უროლოგთა ასოციაციების, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენციის მთავარი მიზანი თანამედროვე სამედიცინო ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება და ქართველი ექიმების საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიულ სივრცეში კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

ორი დღე — ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული თანამშრომლობისთვის

ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება სამ დარბაზში, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა ქართველი და საერთაშორისო წამყვანი სპეციალისტები აშშ-დან, იტალიიდან, არგენტინიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობამ „Infertility 35+“ პროფესიული ცოდნისა და თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმად აქცია. ღონისძიების ფარგლებში ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სფეროს უახლეს მიღწევებს, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და ემსჯელათ რეპროდუქციული მედიცინის წინაშე არსებულ აქტუალურ გამოწვევებზე.

სამეცნიერო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება 35 წლის შემდეგ უნაყოფობის მართვის თანამედროვე მიდგომები იყო. განხილული იქნა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდები, კლინიკური პრაქტიკის მნიშვნელოვანი საკითხები და რეპროდუქციული მედიცინის სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციები.

კონფერენციის პროგრამა მრავალფეროვან სამეცნიერო სესიებს, პროფესიულ დისკუსიებსა და პრაქტიკულ შეხვედრებს აერთიანებდა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, მიღებული თეორიული ცოდნა თანამედროვე პრაქტიკულ მიდგომებთან დაეკავშირებინათ.

პრაქტიკული გამოცდილება — ემბრიოლოგებისთვის სპეციალური ვორქშოფი

კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ემბრიოლოგებისთვის გამართული სპეციალური პრაქტიკული ვორქშოფი იყო.

შეხვედრა თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა და მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა. ვორქშოფი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების — Kitazato-სა და Mikrogen-ის —ორგანიზებით ჩატარდა.

პრაქტიკული ფორმატის შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სამუშაო მიდგომებს, რაც კონფერენციის სამეცნიერო პროგრამას დამატებით პრაქტიკულ ღირებულებას სძენდა.

ახალგაზრდა ექიმების წახალისება და ახალი შესაძლებლობები

„Infertility 35+“-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდა სპეციალისტების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო.

ქალბატონი მუსერიძის ინიციატივით, ახალგაზრდა ექიმების წახალისების მიზნით, კონფერენციის ფარგლებში სპიკერები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ:

NIPT Test

  1. მარიამ მახარაძე
  2. ზაზა ციციშვილი

გენეტიკოსის კონსულტაცია

  1. ნია ქავთარაძე
  2. მონიკა მოსია
  3. მარიამ თვაური
  4. სალომე კორძაია

ვაგინალური მიკრობიოტა

  1. თინათინ თურქიაშვილი

მამაკაცის უნაყოფობა

  1. სანდრო ბოჭორიშვილი

ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდაჭერა კონფერენციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაში — პოსტერული პრეზენტაციების კონკურსშიც — გამოიხატა.

საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაციის მხარდაჭერით, „Infertility 35+“-ის ფარგლებში ახალგაზრდა სპიკერებისთვის პოსტერული პრეზენტაციების კონკურსი გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტს მთავარი პრიზის სახით გადაეცა ერთკვირიანი სტაჟირების შესაძლებლობა თურქეთის წამყვანი კლინიკის IVF დეპარტამენტში.

საერთაშორისო კლინიკურ გარემოში მიღებული გამოცდილება ახალბედა სპეციალისტებისთვის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ინტეგრაციას.

უწყვეტი პროფესიული განათლება

კონფერენციის მონაწილეებისთვის გათვალისწინებული იყო 12 UPG კრედიტი, რაც ღონისძიების საგანმანათლებლო მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

თანამედროვე მედიცინის სწრაფი განვითარების პირობებში ექიმებისთვის უწყვეტი პროფესიული განათლება და უახლესი სამეცნიერო ცოდნის მიღება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ პროცესს ემსახურება ისეთი საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმების განვითარება, როგორიც „Infertility 35+“-ია.

მეცნიერების მიღმა — ურთიერთობები, რომლებიც თანამშრომლობას ქმნის

ინტენსიური და დატვირთული სამეცნიერო დღეები საზეიმო გალა ვახშმით დასრულდა.

საღამომ ქართველი და საერთაშორისო სტუმრები კიდევ ერთხელ გააერთიანა არაფორმალურ, თბილ და მეგობრულ გარემოში. ეს იყო შესაძლებლობა, პროფესიული ურთიერთობები ახალი შეხვედრებით, საინტერესო საუბრებითა და სასიამოვნო ემოციებით დაგვესრულებინა.

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების მნიშვნელობა მხოლოდ აკადემიური პროგრამით არ შემოიფარგლება. მსგავსი შეხვედრები ქმნის ახალ პროფესიულ კავშირებს, აძლიერებს თანამშრომლობას და სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობას იძლევა.

კონფერენციის ორგანიზატორები გულწრფელ მადლობას უხდიან ყველა ჩართულ ორგანიზაციას, საერთაშორისო და ქართველ ლექტორებს, დელეგატებს, მონაწილეებსა და თითოეულ დამსწრეს მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისათვის.

სწორედ თქვენი ჩართულობით გახდა შესაძლებელი, რომ ეს ორი დღე ყოფილიყო არა მხოლოდ მასშტაბური და სამეცნიერო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, არამედ განსაკუთრებული, საინტერესო და დასამახსოვრებელი.

„Infertility 35+“ — ცოდნის გაზიარება, გამოცდილების გაერთიანება და რეპროდუქციული მედიცინის მომავლისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ სივრცეში!